ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას, 29
მაისს გამართავს. არსებული ინფორმაციით, პრეზენტაცია ექსპო-ჯორჯიას
საგამოფენო სივრცეში 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის
დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. ამ განცხადების
შემდეგ “ქართული ოცნებიდან” რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა,
მათ შორის არის პარლამენტის 6 დეპუტატი. თანამდებობები დატოვეს
რეგიონებშიც ქართული ოცენების ყოფილმა კადრებმა.
გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და
ოფიციალურ მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ “ქართული ოცნების”
გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები