საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და აღდგენის ვადები გახანგრძლივდა
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის ვადები 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

პირს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდება: თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე სახელმწიფოსგან თანხმობას მიიღებს. თუ იგი უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეუწყდა საქართველოს მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

პირს აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა:თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების მოთხოვნით, ამისათვის მან ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შესაძლებელია არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი აღიდგენს საქართველოს მოქალაქეობას.

პირს სპეციალური წესით მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა:რომელსაც არ დაუდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ დაბადებულია საქართველოში, შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. აღნიშნულმა პირმა ტესტირება უნდა გაიაროს - სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.

საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდება 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირს, თუ:1975 წლის 31 მარტამდე დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის და მანამდე 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით, მუხლობრივად
განიხილავდნენ, რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს, 21:00 საათზე
დასრულდა და ხვალ, 1 მაისს 12:00 საათზე გაგრძელდება.
პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდნენ, რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს, 21:00 საათზე დასრულდა და ხვალ, 1 მაისს 12:00 საათზე გაგრძელდება.
21:31 / 30.04.2024
დღეს, 30 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU)
სტუდენტებმა ქუთაისში ევროპული მარში მოაწყეს და რუსული კანონი
გააპროტესტეს. მსვლელობა 17:30 საათზე დაიწყო.
დღეს, 30 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებმა ქუთაისში ევროპული მარში მოაწყეს და რუსული კანონი გააპროტესტეს. მსვლელობა 17:30 საათზე დაიწყო.
19:33 / 30.04.2024
სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე და სამი ახალი
წევ­რი აირ­ჩია.
სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე და სამი ახალი წევ­რი აირ­ჩია.
16:09 / 30.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს
ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.
15:46 / 30.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 26 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 15 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.