გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 2 ფაქტი
გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანის
ჭალაში, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის სატყეო უბანში,
მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 1 ძირი კაკლისა და 0.5მ³ რცხილას
სახეობის ხე-ტყე. მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი
რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01
აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
მასალის გამოყენების პირობები