კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 30-39 წლის ასაკის ადამიანებში დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეექვსე ანგარიშის თანახმად,
რომელიც იანვარ-ივნისის პერიოდს მოიცავს, პირველი ექვსი თვის
მონაცემებით, საქართველოში, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი
შემთხვევა 30-39 წლის ასაკის მოსახლეობაში დადასტურდა და
ინფიცირებულთა 19% შეადგინა.
დროის ამავე მონაკვეთში, ინფიცირებულთა 14% მოიცვა 0-დან 19 წლამდე
ასაკის მოსახლეობამ. მათ შორის, 3% შეადგინა 0-4 წლამდე ინფიცირებულთა
რაოდენობამ.ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა 75-79
წლის ასაკის მოსახლეობაში და მან ინფიცირებულთა მხოლოდ 2% მოიცვა.
ტესტირებით დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევებში 58% იყო ქალი და
42% - კაცი.
მასალის გამოყენების პირობები