დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 1 509 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 445,
იმერეთი - 487, ქვემო ქართლი - 280, შიდა ქართლი - 223, გურია - 97,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279, კახეთი - 369, მცხეთა-მთიანეთი - 84,
სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 672 საიდანაც:
7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 164, აჭარაში - 978, იმერეთში - 1 112. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში - 684, აჭარაში -
158, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი,
მათგან თბილისში - 235, აჭარაში - 38, იმერეთში - 28. 2 454 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 148 - თბილისში, 808
- აჭარაში. 38 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 111 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 99, ხოლო აჭარაში - 12. სულ 6 ოქტომბრიდან - 31 აგვისტოს
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 25 121 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 596
ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 178, პირი, აჭარაში - 5 770,
იმერეთში - 4 199.
მასალის გამოყენების პირობები