გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
კახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 43
ფაქტი გამოავლინეს.
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო
მოპოვებისა და ტრანსპორტირების 15 შემთხვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტში, 9 ფაქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,
სამართალდარღვევის 6 შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში, გურჯაანისა
და ყვარლის მუნიციპალიტეტებში - 4 – 4 ფაქტი, დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტში - 3 და სამართალდარღვევის თითო-თითო ფაქტია
გამოვლენილი ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
მოქალაქეების მიერ უკანონოდ მოპოვებულია, ჯამურად, დაახლოებით 41
კუბური მეტრი ხე-ტყე. გამოვლენილ ფაქტებზე შედგა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და მასალები შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021
წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, კახეთის რეგიონში, ხე-ტყის
უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 648 ფაქტი გამოავლინეს.
მასალის გამოყენების პირობები