გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი
ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება.
ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის
განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება,
ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ცვალებადი მოღრუბლულობაა
მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება,
ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +27 გრადუსია
მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები