დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 1462 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 119, იმერეთი
- 876, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 300, გურია - 78, სამეგრელო
- ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 734, მცხეთა-მთიანეთი - 123,
სამცხე-ჯავახეთი - 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 63.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 601 საიდანაც:
5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 425
პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 304 ადამიანი. 993
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 45 683 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში 38 248 ადამიანი რჩება. პანდემიის გავრცელებიდან
დღემდე ვირუსს ჯამში 9 699 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები