გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021
წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა
და ტრანსპორტირების 471 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 6 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 224
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 61 სამართალდარღვევა,
იმერეთში - 39, ქვემო ქართლში - 36, აჭარაშიც - 36, შიდა ქართლში -
23, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, მცხეთა-მთიანეთში - 11,
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 10, გურიაში კი 9 სამართალდარღვევა
გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 152 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 68 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული
სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები