გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 46 ფაქტი
გამოავლინეს.
საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, თელავისა და
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ტყეებში, ასევე შპს „ფაუნას“
ტერიტორიაზე, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს, სხვადასხვა სახეობის,
ჯამში 41 ერთეული ხე-მცენარე.
გარდა ამისა, ამავე მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, სხვადასხვა
სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან, ჯამში 10,7 კუბური
მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა
ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი
მუხლებით.
მასალის გამოყენების პირობები