თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე
ხელშეკრულებები გაფორმდა
უწყების ინფორმაციით, კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული
მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის
პირველი და მეორე მონაკვეთების მშენებლობა იწყება, კახეთის
მაგისტრალური გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის
მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 31.5
კმ-იანი გზა აშენდება
სრულად თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი სამ ლოტად არის დაყოფილი, ამ
მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების
ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და
ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის
პირველი ლოტის, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების
ღირებულება 313 მილიონ ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულების ვადა 30
თვეა. აღნიშნული ლოტის სიგრძე შეადგენს 23.8 კმ-ს. თბილისი-საგარეჯოს
გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. მაგისტრალის
მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
თბილისი-საგარეჯოს მეორე ლოტის, საგარეჯოს შემოვლითი გზის სამშენებლო
სამუშაოების ღირებულება 150 მილიონ ლარს შეადგენს, სამუშაოების
დასრულების ვადა კი 24 თვეა. აღნიშნული ლოტის სიგრძე შეადგენს 7.7
კმ-ს
მასალის გამოყენების პირობები