გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-19 დეკემბერს დასავლეთ
საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში
გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე
დაიკლებს. 20 დეკემბერს შედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21
დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა
მოსალოდნელი.
თბილისში, 17-19 დეკემბერს, დღის საათებში, შესაძლოა მცირე წვიმა
აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.
21 დეკემბრიდან დედაქალაქშიც აცივდება.
მასალის გამოყენების პირობები