სოციალურად დაუცველებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი - ირაკლი ღარიბაშვილი
მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის კუთხით გატარებული რეფორმებით ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა.

„სანამ სამომავლო მასშტაბურ გეგმებზე გადავალ, მინდა შევეხო ბოლო დროს დაანონსებულ ინიციატივებს და ჩვენს მოსახლეობას მათი მნიშვნელობა შევახსენო.
პირველ რიგში, მინდა შევეხო შრომისა და სოციალურ პოლიტიკას. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ტოტალური პრივატიზაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის შედეგად, განიავდა სახელმწიფო ქონება, დაინგრა, მოიშალა ყველაფერი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები ჩამოიშალა, ცოდნისა და პროდუქციის წარმოება კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა. ამის შემდეგ, ვერც მოჩვენებითმა დაჩქარებულმა რეფორმებმა და ტოტალური დერეგულაციის პოლიტიკამ ვერ ამოავსო სოციალური უთანასწორობა და რიგითი მოქალაქეების ყოფა თვისობრივად ვერ გააუმჯობესა, ვერ მოგვარდა ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემა - უმუშევრობა და სიღარიბე. 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის, ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმებით, სახელმწიფოს როლის ზრდით, რომელიც როგორც ბიზნესის სტიმულირებაში, ისე რიგითი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა გრანტებისა თუ თანადაფინანსების მექანიზმების შექმნაში გამოიხატა, ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა. საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციების დაკავებისა თუ რეალური ცხოვრების გაუმჯობესების მიუხედავად, ჩვენს ეკონომიკას კვლავაც გააჩნია სტრუქტურული პრობლემები. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სოციალური პოლიტიკაა, რომელიც დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან თითქმის 300 000-მდე შრომისუნარიან მოქალაქეს უმუშევრობისა და უმოქმედობისკენ უბიძგებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები და ამ ადამიანებს ქვეყნის აღმშენებლობაში ჩავრთავთ, მივცემთ მოტივაციას, სოციალური დახმარების მიღებასთან ერთად, დაიწყებენ სამუშაოს, შეძლებენ აიმაღლონ კვალიფიკაცია ან ახალი პროფესია აითვისონ. მასშტაბური სამუშაო ძალის დასაქმება და მათი ჩართვა ეკონომიკაში საშუალებას მოგვცემს, ეტაპობრივად შევამციროთ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, შემწეობის ნაცვლად მათ უკეთესი ხელფასი უნდა მივცეთ, დავასაქმოთ, ჩავრთოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და შრომისუნარიანი ადამიანები კონკურენტულ, მოტივირებულ მოქალაქეებად ვაქციოთ, რომლებიც შრომის ბაზარზეც სრულფასოვნად ჩაერთვებიან. მე მინდა აღვნიშნო, რომ მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის. ფაქტია, რომ მხოლოდ შემწეობის იმედზე ყოფნა, უმუშევრობა, მოტივაციის არარსებობა ადამიანებს უბიძგებს, ჩაერთონ აზარტულ თამაშებში, ჩაებან ნარკომანიის მანკიერ წრეში და როგორც საკუთარი თავები, ისე მათი ოჯახები გააუბედურონ. მეგობრებო, ეს უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა მან.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით,
საქართველოს პარლამენტში 1 მაისს, 23:00 საათიდან უსაფრთხოების ზომები
გამკაცრდა და ე.წ “ უსაფრთხოების წითელი დონე” ამოქმედდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტში 1 მაისს, 23:00 საათიდან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და ე.წ “ უსაფრთხოების წითელი დონე” ამოქმედდა.
00:44 / 02.05.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდე დარახველიძემ
საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ თუკი მომიტინგეები
„ძალადობრივ ქმედებებს“ არ შეწყვეტენ, პოლიცია „იძულებული იქნება
შეწყვიტოს აქციის მიმდინარობა“.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ თუკი მომიტინგეები „ძალადობრივ ქმედებებს“ არ შეწყვეტენ, პოლიცია „იძულებული იქნება შეწყვიტოს აქციის მიმდინარობა“.
00:34 / 02.05.2024
ამ დროისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის
წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავები აქტიურად
იყენებენ რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის.
ამ დროისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავები აქტიურად იყენებენ რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის.
23:45 / 01.05.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს
მოუწოდებს, არ გამოიწვიონ ძალადობა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გამოიწვიონ ძალადობა.
23:20 / 01.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 23 °C
img
საგარეჯო 11 / 23 °C
img
დ.წყარო 10 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 25 °C
img
ლაგოდეხი 12 / 21 °C
img
ყვარელი 12 / 23 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.