დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის,
ილია მეორის აღსაყდრების დღეა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25
დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია
მეორე ეწოდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი
მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა. გაიზარდა ტაძრების,
მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა.
დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი
ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და
ბერ-მონაზონია.
მასალის გამოყენების პირობები