გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრამდე
საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ
საქართველოში +7, +12 გრადუსი იქნება.
ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში
გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1 იანვრის
შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1 იანვარს დღისით დასავლეთ
საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში
მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალმთაში
თოვლის სახით. 2-3 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება,
შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ქარი.
თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -1, ხოლო დღის
საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2-3 იანვარს იქროლებს
ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა 2-3 გრადუსით
დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები