დღეს, სიღნაღში ღვინის დღეები აღინიშნება. მერიის ინფორმაციით,
ქალაქის ცენტრალურ სკვერში სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა
მეღვინეების კუთხე, კვებისა და საბავშვო გასართობი სივრცეები.
ღონისძიებები დაგეგმილია სხვადასხვა ასაკის სტუმრისთვის.
დღის განმავლობაში თიხაზე და ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობის ვორქშოპი
გაიმართება.
საფესტივალო პროგრამა 17:00 საათზე დაიწყება.
19:00 საათზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც ნეკა სეფისკვერაძე,
გიორგი ცხადაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, ანი კეკუა,
სალომე ბაკურაძე, ზვიად ბოლქვაძე, ანსამბლი „ირაო“მონაწილეობენ.
მასალის გამოყენების პირობები