პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონში შესატან ცვლილებებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაატო საარჩევნო
კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო და
მუნიციპალურ ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის ქალთა კვოტირების
სავალდებულო წესი უქმდება. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები
პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
„საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა
კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან.
გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების
საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9
პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად
ჩათვალა“, -ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, ყველა პოლიტიკური პარტია,
რომელსაც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა სურს, ვალდებულია ცესკოს
ისეთი სია წარუდგინოს, რომელშიც სულ მცირე ყოველი მეოთხე ადამინი ქალი
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები