გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას
30 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვეპლა. bmw-ს მარკის ავტომანქანა გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავდა მძღოლი, ის სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო
დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში
გადაიყვანა.
როგორც speqtri.ge-ს სოფელ ბაკურციხეში გამგებლის წარმომადგენელმა
გიორგი ბერიძიშვილმა განუცხადა, მანქანა თბილისის მიმართულებით
მოძრაობდა. გარდაცვლილი და დაშავებული ბაკურციხელები არიან.
მომხდარზე გამოძიება სსკ- ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს,
რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები