რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა არაშენდისა და მელაანის ტერიტორიაზე ისევ განიხილება
2019 წელს კახეთში, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყება, თუმცა რომელი სოფლის მიმდებარე ტერიტორიას შეარჩევენ, ამ ეტაპზე ისევ მსჯელობის საგანია.
ერთ-ერთ ალტერნატივად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის, ან არაშენდის ტერიტორია განიხილება. ამ საკითხს ადგილობრივები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

ისინი მიიჩნევენ, რომ ნაგავსაყრელის მოწყობა, გარემოს დააბინძურებს და სხვადასხვა დაავადების გავრცელებას გამოიწვევს, ამავე დროს ზიანს მიაყენებს მრავალწლიან კულტურებს.

როგორც speqtri.ge-ს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს, ნაგავსაყრელი კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოემსახურება. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, წელიწადნახევარში დასრულდება.

-„შესწავლილია რამდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთია სოფელ მელაანიდან 2 კილომეტრში მდებარე ტერიტორია, რომელიც არც ნაკვეთებთანაა ახლოს და ცენტრალური გზიდანაც მოშორებულია. თუმცა გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე მიღებული არ არის და რამდენიმე ალტერნატივა კიდევ განიხილება.
სტანდარტების მიხედვით, ნაგავსაყრელი მოსახლეობიდან მინიმუმ 500 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, არ უნდა არსებობდეს ქარის დროს ნარჩენების, თხელი ფრაქციების გავრცელების საშიშროება, მაგალითად, როგორიცაა პოლიეთილენის პარკები. გარდა ამისა, ადვილად მისადგომი უნდა იყოს. მნიშვნელობა აქვს ასევე ჰიდროლოგიას და გეოლოგიას, თუ როგორია წყლის დონე ამ ტერიტორიაზე. შესწავლილია აღნიშნული ადგილი და მინდა გითხრათ, რომ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. აქვე ხაზს ვუსვამ, რომ გადაწყვეტილებას კომპანია ერთპიროვნულად არ მიიღებს, ეს მოხდება ადგილობრივ თვითმმარველობასთან და მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად.
ამ ეტაპზე, შესწავლის დონეზე განიხილება არაშენდის ტერიტორიაც. მელაანის შემთხვევაზე, რომ ვილაპარაკოთ, სუნის გავრცელების არავითარი შანსი არ არსებობს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა კარგად არ უვლი ნარჩენებს და შესაბამისად არ ფარავ. ყოველდღე უნდა მოხდეს მისი გადაფარვა მიწის ფენით, ეს არის საკანონმდებლო მოთხოვნა.
ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი, მუნიციპალური ნაგავსაყრელი მაინცდამაინც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აშენდება თუ არა. მთავარი გახლავთ ის, რომ უნდა გადაწყდეს კახეთის რეგიონში ერთი ნაგავსაყრელის აშენების საკითხი, ეს გურჯაანი იქნება, თელავი თუ სხვა რომელიმე რაიონი.“ - აღნიშნა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა გარემოსდაცვით საკითხებში, ხათუნა ჩიკვილაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში სულ 57 ნაგავსაყრელია, საიდანაც 54 მათ კომპანიას ეკუთვნის.

-„ქვეყანას აქვს გეზი და სტრატეგია იქით, რომ ამდენი ნაგავსაყრელი არ იყოს სამართავი და ეტაპობრივად დაიხუროს. კანონმდებლობითაც გაიწერა, რომ საქართველოში რეგიონული ნაგავსაყრელები უნდა აშენდეს. რაც შეეხება კახეთის რეგიონული ნაგავსაყრელის ფართობს, გაანგარიშება იმის მიხედვით მოხდება, რა რაოდენობის ნარჩენები შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, თბილისის ნაგავსაყრელი 85 ჰექტარია, რუსთავის კი, 7 ჰექტარი.“

ინფორმაციისთვის, კახეთის რეგიონული ნაგავსაყრელი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უნდა აშენდეს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში ამბობენ, რომ დამფინანსებლის წარმომადგენელი პირადად გააკონტროლებს აშენების, ოპერირებისა და ლიკვიდაციის საკითხებს.

2014 წელს მსგავსი რეგიონული ნაგავსაყრელი რუსთავში აშენდა, დაგეგმილია იმერეთშიც, რომელიც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონსაც მოემსახურება.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
12:12 / 02.05.2024
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია)
მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის
მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია) მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
13:34 / 01.05.2024
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”
ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა
მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
17:05 / 25.04.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 29 °C
img
საგარეჯო 18 / 27 °C
img
დ.წყარო 16 / 24 °C
img
სიღნაღი 18 / 31 °C
img
ლაგოდეხი 18 / 26 °C
img
ყვარელი 18 / 29 °C
img
თელავი 18 / 27 °C
img
ახმეტა 17 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.