სოფელი ბავშვების გარეშე [Video-Photo]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
გურჯაანიდან გავდივართ, მიხვეულ-მოხვეული გზებით ნელ-ნელა მაღლა მივიწევთ და ზღვის დონიდან 820 მეტრზე, დაახლოებით 20 წუთში, უკვე სოფელ ზიარში ვართ.
რამდენიმე ადგილობრივი წყლის ასავსებად ქუჩაში გამოსულა. ჩვენი სტუმრობა ახარებთ და მეზობლებსაც გარეთ ეპატიჟებიან. თავიდანვე პრობლემებზე გვიწყებენ საუბარს, გვეუბნებიან, რომ არც მაღაზია აქვთ, არც აფთიაქი, არც უბნის ექიმი ჰყავთ და არც ტრანსპორტი ემსახურებათ. არ არის საბავშვო ბაღი და სკოლა, თუმცა არც სჭრდებათ, ამ სოფელში ხომ ბავშვები საერთოდ არ არიან.

ადგილობრივებს წამლისა და პროდუქტების საყიდლად გურჯაანში უწევთ სიარული. თუ გაუმართლათ, გამვლელ მანქანას რაიონულ ცენტრამდე მალევე გაჰყვებიან, თუ არადა ლოდინი საათობით უწევთ.

ლამარა გუგულაშვილი 80 წლისაა. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და ახლა მარტო ცხოვრობს. ტელევიზიით საინფორმაციო გადაცემებსაც ყურადღებით უსმენს და ქვეყნის ამბებს პრესითაც ეცნობა. ამბობს, რომ კითხვის გარეშე არ შეუძლია.

“ჩვენს სოფელში პრობლემებს რა დალევს. ყველაფერი გვიჭირს, არც აფთიაქია და არც მაღაზია, მთავრობამ რა უნდა ქნას?! ეს ხომ კერძო ბიზნესის საქმეა, 22 ოჯახზე ვინ გააკეთებს რამეს. ამ სოფლიდან ხალხი გურჯაანში კომუნისტების დროს წაიყვანეს, რადგან მუშა ხელი სჭირდებოდათ, თორემ ადრე ბევრნი ვცხოვრობდით. აქ თითქმის სულ პენისონერებიღა დავრჩით, ერთი ბავშვიც კი არ არის. მთის კანონი რომ შემოვიდა, ცოტა შეღავათია, პენსია 216 ლარამდე გაგვეზარდა. დახმარებასაც ვიღებდი, რამდენიმე წელი, მაგრამ მომიხსნეს, ასე მითხრეს ნაკვეთი გაქვსო, მაგრამ მარტოხელა მოხუცს სად შემიძლია მაგ ნაკვეთის დამუშავება?“

გივი ტუნკიშვილი გვიყვება, რომ ერთ დროს მათ სოფელში ხალხმრავლობა იყო, შემდეგ კი უგზოობისა და გაპარტახებული ინფრასტრუქტურის გამო, დაიცალა. 22-მა ოჯახმა წლების წინ ისევ მოახერხა თავის მიწა-წყალს დაბრუნებოდა. ვინც ვერ დაბრუნდა, მამაპაპისეულ ალაგს არ ივიწყებს და პერიოდულად სტუმრობს.

„ადრე დაახლოებით 200 კომლი ცხოვრობდა. ახლა სულ უფროსი ხალხი დავრჩით, ვინც იღუპება, იმათი სახლები იკეტება. ამაზე გული გვწყდება მეც და ჩემს თანასოფლელებსაც. ზოგი რუსთავში ცხოვრობს, მაგრამ მაინც არ ივიწყებს თავის ფესვებს, დროს გამონახავენ და საქეიფოდ ამოივლიან ხოლმე.“

85 წლის ზურაბ ნადაშვილის დილა ადრიანად იწყება. საქმე ბევრია, ცხვრებსა და ქათმებს მიხედვა სჭირდებათ, შემდეგ ფუტკრებზეც უნდა იზრუნოს. სახლში მარტო ცხოვრობს, შვილიშვილები და შვილთაშვილები მხოლოდ არდადეგებზე თუ ესტუმრებიან და ეზოს ააჟრიამულებენ.

„თუ გურჯანში წასვლა მინდა, შარაზე გავდივარ ხოლმე, შეიძლება უცბად წავიდე, შეიძლება 2 საათი ვიდგე გაჩერებაზე. ამ ზამთარს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა, ერთი პერიოდი ტრანსპორტი საერთოდ არ დადიოდა აქეთ. წამალი თუ დამჭირდა, მაგისთვისაც გურჯაანში უნდა წავიდე, სოფელში არც ექიმი გვყავს, ან არაშენდაში უნდა წავიდეთ, ან რაიონში.“

სოფელი ზიარი ულამაზესი ბუნებითა და მდებარეობით გამოირჩევა, მდიდარია არქიტექტურული ძეგლებითაც, რომელთაგან აღსანიშნავია გვიანი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის, უსანეთის,  ქაშუეთის დარბაზული ტიპის ეკლესიები, ასევე სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთაზე მდებარე კვირაცხოვლის ეკლესია.

ჩვენი სტუმრობა ზიარში ამით მთავრდება. ადგილობრივები იმ განწყობით გვემშვიდობებიან, რომ ოდესმე მათ სოფელში უკეთესობისკენ შეიცვლება რამე. რაც მთავარია, აქვთ იმედი, რომ უძველესი ისტორიის მქონე სოფელი ნასოფლარად არასოდეს იქცევა. თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მათ სასიკეთოდ ვერაფერს ამბობენ, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ამ პრობლემებზე კომენტარს არ აკეთებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 18 მაისს, ქალაქ გურჯაანში, ეროვნული სამოსის დღისადმი
მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა.
დღეს, 18 მაისს, ქალაქ გურჯაანში, ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა.
21:32 / 18.05.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას
ეხმაურება და აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ არ
არსებობს შენიშნვები და არგუმენტები.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ არ არსებობს შენიშნვები და არგუმენტები.
19:52 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო
დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი თავისი არსით არის
რუსული და ვეტო არის მარტივი - კანონი არ ექვემდებარება არავითარ
შესწორებებს და ერთადერთი გზა მისი გაუქმებაა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი თავისი არსით არის რუსული და ვეტო არის მარტივი - კანონი არ ექვემდებარება არავითარ შესწორებებს და ერთადერთი გზა მისი გაუქმებაა.
18:15 / 18.05.2024
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის იმაზე ხისტი ვერსია მიიღო,
ვიდრე მისი პირვანდელი ვარიანტი იყო. კანონში ჩამატებულია მუხლები,
რომლებიც ფიზიკურ პირებსაც შეეხება.
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის იმაზე ხისტი ვერსია მიიღო, ვიდრე მისი პირვანდელი ვარიანტი იყო. კანონში ჩამატებულია მუხლები, რომლებიც ფიზიკურ პირებსაც შეეხება.
20:22 / 17.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 20 °C
img
საგარეჯო 8 / 17 °C
img
დ.წყარო 6 / 16 °C
img
სიღნაღი 11 / 21 °C
img
ლაგოდეხი 9 / 17 °C
img
ყვარელი 11 / 20 °C
img
თელავი 11 / 18 °C
img
ახმეტა 10 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.