ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა
61% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, 38% კი ამბობს, რომ
დასაქმებულია.
უმუშევართა 34%-ის თქმით, რაც ქვეყნის მოსახლეობის 21%-ია, სამსახურს
ეძებს, 9% დაინტერესებულია სამსახურით, მაგრამ არ ეძებს, 4%-ს მუშაობა
არ სურს, 5% კი სტუდენტია.
გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის საველე სამუშაოები
ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი
შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-
1,7%.
მასალის გამოყენების პირობები