რა ქონება არ მიუთითეს დეკლარაციაში დედოფლისწყაროს საჯარო მოხელეებმა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა დეკლარაციები შეისწავლა.


კვლევამ მოიცვა მერიისა და საკრებულოს 26 თანამდებობის პირის დეკლარაცია, საიდანაც 18-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილს დეკლარირებული აქვს მის სახელზე გაფორმებული დაახლოებით 198 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუმცა მისი დანაწილება დეკლარაციაში არ შეესაბამება უძრავი ქონების რეესტრში მოცემულ ინფორმაციას. პაპიაშვილს დეკლარაციაში არ მიუთითებია 3348 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 188 კვ/მ. ასევე, დეკლარირებული არ აქვს თბილისში,
მოსაშვილის ქუჩა N1-ში არსებული 4 კვ/მ სარდაფი და არაზუსტად აქვს დეკლარირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 199,998 კვ.მ მიწა, საიდანაც მხოლოდ 56,000 კვ.მ არის მითითებული.

ნუგზარ პაპიაშვილის მიერ 2019 წლის 1 აგვისტოს დეკლარირებული წინა წლის შემოსავალი 5224 ლარით აღემატება გასავალს. ასევე საინტერესო ფაქტია, რომ დაახლოებით 198 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწიდან აღებული პროდუქციის რეალიზაციის ჯამურმა შემოსავალმა 2018 წელს მხოლოდ 5500 ლარი შეადგინა.
ნუგზარ პაპიაშვილი არის შსს-ს კახეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსისა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ცოლის ძმა.

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილს დეკლარირებული არ აქვს კოოპერატივი “მერანი-2008”, რომლის დამფუძნებელი და დირექტორია დღემდე. არ აქვს დეკლარირებული მისი მეუღლის, თეა გიგოლაშვილის სახელზე რეგისტრირებული 12,000 კვ/მსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ს/კ: 52.31.31.033). თეა გიგოლაშვილი არის კოოპერატივ რკ “აგრობაზისი-2019”-ის (ს/კ 228546543) დირექტორი და გამგეობის თავმჯდომარე, რაც ასევე არ ასახა თავის დეკლარაციაში მისმა მეუღლემ.
დედოფლისწყაროს მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილს არ აქვს დეკლარირებული კოოპერატივი “საკრედიტო კავშირი არხილოსკალო”, რომლის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარეა. მისი მეუღლე, ნატო აფციაური, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ თუმცა დეკლარაციაში ეს ინფორმაცია არ იძებნება.

დედოფლისწყაროს მერის პირველი მოადგილის დავით ფხოველიშვილის მეუღლემ, ნუცა ალუღიშვილმა, 2019 წლის 10 სექტემბერს დააფუძნა შპს “მშენებლობა და არქიტექტურა”, რაც დავით ფხოველიშვილმა არ მიუთითა 2019 წლის 23 ოქტომბერს წარდგენილ დეკლარაციაში.

დედოფლისწყაროს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მარინა შეითნიშვილმა 2019 წლის 18 სექტემბერს წარდგენილ დეკლარაციაში მიუთითა დედოფლისწყაროში, ჰერეთის 51-ში N16 და N17 ბინები, რომელთა ფართია, შესაბამისად, 20 და 35 კვ.მ. თუმცა ეს არ შეესაბამება უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებს. რეესტრის მიხედვით, მას ამ მისამართზე საკუთრებაში აქვს ბინა N18, 27.90 კვ/მ.

დედოფლისწყაროს მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ნოდარ პაპუაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა მასთან ერთად მუდმივად მცხოვრები 2 პირი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მის მისამართზე: 1963 წელს დაბადებული იროდი პაპუაშვილი და 1993 წელს დაბადებული გიორგი პაპუაშვილი. ნოდარ პაპუაშვილი დღემდე იკავებს შპს “ტიბაანის მარანი”-ს დირექტორის პოზიციას და ამ ინფორმაციასაც არ აქვეყნებს დეკლარაციაში.

დედოფლისწყაროს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ელენე ბაიაშვილის მეუღლე, ნოდარ გომელაური, ფლობს 1990 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას (თანამესაკუთრე - ნაირა გომელაური) სოფელ წითელწყაროში, თუმცა ეს ფაქტი ელენე ბაიაშვილის დეკლარაციაში არ ჩანს.

დედოფლისწყაროს მერიის განათლების, კულტურისა, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თამარ თამაზაშვილის მეუღლე, ვასილ აბულაშვილი, არის შპს “პურკომბინატის” დირექტორი, რაც თამარ თამაზაშვილმა არ მიუთითა დეკლარაციაში. ვასილ აბულაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 44.82 კვ.მ ბინა დედოფლისწყაროში, რაც არ აქვს დეკლარირებული თამარ თამაზაშვილს. თამარ თამაზაშვილი არის თამაზ თამაზაშვილის და.

დედოფლისწყაროს მერიის სამხედრო აღრიცხვის გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსს მამუკა ალადაშვილს არ აქვს დეკლარირებული მის სახელზე რეგისტრირებული სამი უძრავი ქონება: 2064 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; 4000 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მასზე არსებული 3 შენობა-ნაგებობით; 3600 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა ანა კიკილაშვილმა დეკლარაციაში მიუთითა თავისი ძმა, ზურაბ კიკილაშვილი, თუმცა არ ჩაწერა, რომ იგი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

დედოფლისწყაროს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსს დოდო ხუნაშვილს არ აქვს დეკლარირებული მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული სოფელ ქვემო ქედში არსებული 129,692 კვ.მ მიწა, ასევე, დედოფლისწყაროში, აღმაშენებლის 45-ში არსებული 547 კვ.მ მიწა და მასზედ არსებული შენობა-ნაგებობა.

დედოფლისწყაროს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი ჭინჭარაული რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, თუმცა არ აქვს დეკლარირებული.

დედოფლისწყაროს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ალუღიშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი შვილი, ლევან ალუღიშვილი არის შპს “შენი უსაფრთხოების აგენტი”-ს დამფუძნებელი და დირექტორი, რაც წარმოადგენს დარღვევას. ლევან ალუღიშვილი ფლობს უძრავ ქონებას თბილისში, კონსტანტინე კაპანელის #5-ში, რაც ასევე არ აქვს დეკლარირებული დავით ალუღიშვილს.

დედოფლისწყაროს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ყოჩიაშვილს დეკლარირებული არ აქვს სოფელ წითელწყაროში მის საკუთრებაში არსებული 1267 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

„დედოფლისწყაროს საკრებულოს ფრაქცია ართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე მამუკა სეფიაშვილს არ აქვს დეკლარირებული მის საკუთრებაში არსებული 10,000 კვ.მ მიწა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუციშვილს არ აქვს დეკლარირებული მის სახელზე რეგისტრირებული 180 კვ/მ უძრავი ქონება.
მასვე დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2019 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, ერთდროულად იკავებდა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარისა და დედოფლისწყაროს გამგეობის იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას, რაც, სავარაუდოდ, წარმოადგენს ფაქტობრივ შეცდომას.

დედოფლისწყაროს საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილს არ აქვს დეკლარირებული, რომ ის არის შპს “თხოთის ველის” დირექტორი.

დედოფლისწყაროს საკრებულოს ფრაქცია “პატრიოტების” თავმჯდომარე შალვა ხორნაულს არ აქვს დეკლარირებული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება

 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
22:18 / 03.05.2024
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს
პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

21:28 / 03.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ „ოფშორების კანონს“
ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ „ოფშორების კანონს“ ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
21:17 / 03.05.2024
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 14 °C
img
საგარეჯო 10 / 12 °C
img
დ.წყარო 9 / 11 °C
img
სიღნაღი 12 / 16 °C
img
ლაგოდეხი 11 / 13 °C
img
ყვარელი 12 / 14 °C
img
თელავი 11 / 13 °C
img
ახმეტა 10 / 13 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.