პროფესიულ პროგრამებზე მიღების წესი იცვლება
პროფესიულ სასწავლებლებში არსებულ პროგრამებზე მიღების წესები იცვლება და ის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კოლეჯებზე გავრცელდება. რეგისტრაცია სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში გამოცხადდება.

პროფესიულ პროგრამებზე მიღება გამოცხადდება, როგორც ტრადიციულ, ასევე ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგაც, კურსდამთავრებულები ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ. წელს ინტეგრირებულ პროგრამებს 1200-მდე ახალი ადგილი დაემატება.

„კოლეჯების მხრიდან ანკეტა -კითხვარების შევსების პროცესი გამოყოფილი ადგილების შესახებ, სავარაუდოდ დაიწყება ივნისის ბოლოს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და ივლისის პირველ რიცხვებში შეეძლებათ აპლიკანტებს დარეგისტრირება. ვერ ვიტყვით, რომ რეგისტრაციის შედარებით გვიან გამოცხადება, ინტეგრირებულ პროგრამებს უკავშირდება, ერთგვარად ესეც არის გარემოება და არა ერთადერთი. „პროფესიული განათლების შესახებ კანონმა“ განსაზღვრა ვალდებულება, რომ პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ყოფილიყო შემოღებული. აქამდე, კერძო პროვაიდერები არ იღებდნენ სტუდენტებს ერთიანი ტესტირების გზით და ეს საჯარო კოლეჯებისთვის და კერძოებისთვის აუცილებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სურდათ სახელმწიფო დაფინანსების მიღება. ეს დიფერენციაცია სისტემაში ვეღარ შენარჩუნდება იმიტომ, რომ ყველა სტუდენტი სტუდენტია და ყველა პროვაიდერი პროვაიდერია, ამიტომაც ახალი კანონის საფუძველზე, უკვე შემუშავდა პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის ახალი რეგულაცია. ახალი წესი არის ბევრად უფრო დეცენტრალიზებული, მაგალითად მხოლოდ მე-5 დონეზე რჩება ნაეკის მიერ ორგანიზებული ერთიანი პროფესიული ტესტირება და მე-3 და მე-4 დონეებზე თავად კოლეჯები დააადმინისტრირებენ მიღებას. ანუ, არსებითად იცვლება ჩარიცხვის და მიღების წესი და ეს წესი ძალიან მალე შევა ძალაში“, – განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ.


პროფესიული განათლების შესახებ კანონმდებლობა საქართველოში რამდენიმე წელია შეიცვალა, თუმცა მისი აღსრულება დროში შეფერხდა. პარლამენტის განათლების კომიტეტში საკითხის განხილვისას აღნიშნეს, რომ მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები ჯერ კიდევ მიღებული არ არის, რისი მიზეზიც სხვადასხვა დაბრკოლება გახდა, მათ შორის ერთ -ერთი იყო კორონავირუსის პანდემიის გავრცელება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები პროგრამა / პროფი /
ამავე კატეგორიაში
ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
22:18 / 03.05.2024
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს
პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

21:28 / 03.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ „ოფშორების კანონს“
ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ „ოფშორების კანონს“ ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
21:17 / 03.05.2024
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 14 °C
img
საგარეჯო 10 / 12 °C
img
დ.წყარო 9 / 11 °C
img
სიღნაღი 12 / 16 °C
img
ლაგოდეხი 11 / 13 °C
img
ყვარელი 12 / 14 °C
img
თელავი 11 / 13 °C
img
ახმეტა 10 / 13 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.