გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივლისამდე საქართველოში
მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
მათივე თქმით, 15 - 17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის
ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
სააგენტოს ცნობით, 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველიში ტემპერატურა
3-4 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 12-14 ივლისს უნალექო ამინდი
იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა
ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34
გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები