20 იანვარი ამერიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია.
1953 წლის 20 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების 34-ე
პრეზიდენტის, ადუაიტ ეიზენჰაუერის ინაუგურაცია შედგა. 1961 წლის 20
იანვარს კი ამერიკის პირველი პირის სტატუსით, ფიცი ქვეყნის წინაშე ჯონ
კენედიმ დადო.
1965 წლის 20 იანვარი- ლინდონ ჯონსონის ინაუგურაცია, ის აშშ-ის 36-ე
პრეზიდენტი იყო.1969-ში ამავე დღეს, რიჩარდ ნიქსონმა ოფიციალურად
დაიწყო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. 1977 წელი, 20 იანვარი-ჯიმი
კარტერის ინაუგურაცია.
1989 წლის 20 იანვრიდან ამერიკას სათავეში ოფიციალურად ჯორჯ ბუში
უფროსი ჩაუდგა და მოვალეობის პირნათლად შესრულების პირობა დადო. 1993
წელს ბილ კლინტონის ინაუგურაცია გაიმართა.
2001 წლის 20 იანვრიდან ჯორჯ ბუში უმცროსი იღებს მართვის სადაავეებს.
2009 წლის 20 იანვარს კი აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ
ობამამ ჩაიბარა საპრეზიდენტო სავარძელი.
ბარაკ (ჰუსეინ) ობამა პირველი შავკანიანი პრეზიდენტია აშშ-ის
ისტორიაში. ის ერთადერთი აფრო-ამერიკელია, რომელიც 2008 წლისთვის
მსახურობდა სენატში. ობამა მეორე ვადით 2012 წელს აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები