20 და 22 სექტემბერს სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში
ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
“კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო,): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან
შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.”-აცხადებენ
სააგენტოში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში თბილისში თბილი და უნალექო ამინდი
იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25-+27 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები