გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ქვეითად მოსიარულე 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.
ჩვენი ინფორმაციით, ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც speqtri.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება, -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ)
შემთხვევა გუშინ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები