გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით,
იწყება პროექტი „ ასე ნანატრი თავისუფლება“.
მათივე თქმით, ღონისძიებაში ჩართვა შეეძლებათ „ხელოვნებისა და
კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებს და მე-4; მე-5, მე-6
და მე-7 კლასების მოსწავლეებს.
„ხელოვნებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებთან ერთად
ღონისძიებაში ჩართავენ მე-4; მე-5, მე-6 და მე-7კლასების
მოსწავლეებს, რათა მათ შეძლონ ისტორიული თუ ეკოლოგიური მიმართულებით
საკუთარი ნამუშევრებისა თუ ფოტომასალის გამოფენების მოწყობა, საკუთარი
აზრის გამოხატვა თემის ირგვლივ, მცირე ფორმატის ვიდეორგოლების
მომზადება.
პეროექტის მიზანია, მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარებისა და
მეტყველების კულტურის განვითარება, საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერული
ტექნოლოგიების მიმართულებით, ისტორიისა თუ ეკოლოგიური კუთხით მიღებული
ცოდნის გამოყენება, მოზარდთა ჯგუფური მუშაობის უნარების წარმოჩენა,
სხვადასხვა კლასის მოსწავლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის
განვითარება, საზოგადოების დაინტერესება, მშობლიური სკოლის
პოპულარიზაცია.
ვფიქრობთ, შედეგი აუცილებლად იქნება - მოსწავლეების მხრიდან
თანატოლების ნამუშევრების მიმართ სოცალურ ქსელში გამოხატული
აქტიურობა, მოსწავლეთა შორის კეთილგანწყობის ჩამოყალიბება, საკუთარი
შესაძლებლობების წარმოჩენა, თანატოლთა ნამუშევრების მხარდაჭერა და
მოტივაცია. უფროსკლასელთა და პედაგოგის მიმართ პატივისცემის
გრძნობის გაჩენა,“-ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სკოლების მიერ მიწოდებული მასალა 20 აპრილიდან
30 აპრილის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ფეისბუქ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები